Bmbureau Georgia 7 სექტემბერი 2010

careers business management bureau

საქართველოში და დსთ-ს ტერიტორიაზე მუდმივად ცვალებადი ბიზნეს გარემო მრავალ გამოწვევას და სირთულეებს უქმნის ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს და ინვესტორებს. ასეთ ვითარებაში ჩვენი კლინტები ენდობიან და ემყარებიან BMB-ის პროფესიონალების რჩევებს და დახმარებას.

კარიერა BMB-ში გისახავთ შესაძლებლობას აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს და ამავე დროს სხვის წარმატებულ საქმიანობაზე, მოტივირებული, ენერგიული, გუნდური პრინციპით მუშაობის და საქმიანი მოლაპარაკების წარმოების უნარის მქონე პიროვნებების მოძიება და ჩვენს ოჯახში ჩართვა ჩვენი ინტერესი და მიზანია

შერჩევა სკურპულოზულია და ემყარება კანდიდატის ინტელექტის კოეფიციენტს, აკადემიურ ცოდნას, ანალიტიკურ შესაძლებლობებს, პრობლემების დაძლევის უნარს, BMB-ის ბიზნეს ფილოსოფიისა და ღირებულებების გათავისების უნარს.

შესარჩევი ციკლის წარმატებით გავლის შემდეგ პრეტენდენტის აყვანა ხდება ექვს თვემდე საგამოცდო ვადით. ამ პერიოდში პრეტენდენტი მუშაობს კურატორის პატრონაჟით, რომელიც აწარმოებს მის ცოდნაზე, მუშაობის სტილზე, შრომისმოყარეობასა და პიროვნულ თვისებებზე დაკვირვებას.

პროფესიონალიზმის მუდმივი ზრდა BMB-ის იდეოლოგიაა.

ჩვენ ვხარჯავთ ფინანსურ და დროით რესურსებს უახლესი იურიდიული და ბიზნეს ლიტერატურის შეძენაზე, კვალიფიკაციის შემდგომ ზრდასა და საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაზე.

BMB-ში მხოლოდ გრძელვადიან შედეგებსა და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული ხალხი მუშაობს. ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა გახდეს BMB-ის პარტნიორი. ამისათვის მან უნდა გაიაროს შემდეგი პოზიციები:

  • ასისტენტი;
  • პროექტის მენეჯერი;,
  • კონსულტანტი;
  • უფროსი კონსულტანტი;.
  • პარტნიორი

პოზიციიდან პოზიციაზე გადაადგილება ხდება პარტნიორებთა გადაწყვეტილებით, თანამშრომლის უნარ-ჩვევების, პორთფელის, შესრულებული საქმის ხარისხის და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იზიარებს იგი BMB-ის ფასეულობებსა და პრინციპებს.

ხართ ინტერესიანი, მიზანდასახული და ენერგიული? გაქვთ ჯანსაღი ამბიცია? გსურთ პროფესიონალური ზრდა? შეგიძლიათ ინტენსიური შრომა და გადაწყვეტილებების მიღება? გააქვთ მკაფიო მიზანი?

მაშინ ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის – დაგვიკავშირდით (აპლიკაციის ფორმა)



| ჩვენს შესახებ | ©2005 Business Managemet Bureau LLC, ბიზნესის მართვის ბიურო - Site developed by: Archil Phanchulidze