Bmbureau Georgia 7 სექტემბერი 2010



 როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს თქვენი ბიზნესი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მუდმივად ცვალებადი გარემო და კონკურენტები თქვენ არ მოგცემენ მშვიდი ძილის საშუალებას.

ხვალინდელი დღის რწმენა მხოლოდ იმ ადაიანებს აქვთ, რომლებსაც საკუთარი საქმის ეფექტიანად მართვის უნარი გააჩნიათ. მიუხედავად დარგისა, რომელშიც თქვენ მუშაობთ, წარმატება და დასახული მიზნების რეალიზაცია პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმოების ფუნდამენტალური საკითხების ღრმა ცოდნასთან.

არცთუ იშვიათად, მეწარმე ჰგავს ადამიანს, რომელიც ხეს ბლაგვი ცულით ჭრის და კითხვაზე, თუ რატომ არ გალესავს ცულს? პასუხობს, რომ მას დრო არა აქვს ცულის გასალესად, რადგან ხე უნდა მოჭრას.

ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ თქვენს მაგივრად გავლესოთ და მოგაწოდოთ გალესილი ცული. და თუ საჭიროა მოგეხმაროთ ხის მოჭრაში. ჩვენ ჩვენს კლიენტებს არ ვთავაზობთ აბსტრაქტულ კონცეფციებს, არამედ მთელ ძალისხმევას მივმართავთ ბიზნესის წარმოების ისეთი ფუნდამენტალური საკითხების კონკრეტული გადაწყვეტისაკენ როგორიცაა:

  • სტრატეგია, მართვა, ორგანიზაცია
  • კორპორატიული ფინანსები და ფინანსური მართვა
  • რისკების მართვა
  • მენეჯმენტის ინფორმაციული უზრუნველყოფა
  • მარკეტინგი და გაყიდვები
  • საბანკო მენეჯმენტი
  • საგადასახადო და საბაჟო საკითხები
  • ბიზნესის იურიდიული მომსახურება

ჩვენი მუშაობა ეფუძნება სამ ფუძემდებლურ პრინციპს:

  • პასუხისმგებლობა
  • კომპეტენტურობა
  • ეფექტურობა

ჩვენ ხელს ვუწყობთ კორპორატიულ კლიენტებს შექმნან მაღალეფექტური, მომგებიანი, მდგრადი ორგანიზაციები და მათი საშუალებით მიაღწიონ თავიანთი აქტივების ღირებულების გაზრდას.


| ჩვენს შესახებ | ©2005 Business Managemet Bureau LLC, ბიზნესის მართვის ბიურო - Site developed by: Archil Phanchulidze